აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
“ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წარმატებები. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე დგას თითოეულ თქვენგანზე. მინდა დღევანდი დღე მივულოცო და მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
აჭარაში 4500 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიულოცეს.