logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს!..
- +

3 სექტემბერი. 2016. 21:40



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



„პრემიერის გვერდზე ვნახე კომენტარი - როდის დაიწყება ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაო. გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა სექტემბერი. ხოდა ეგრეც იქნება.. რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს რა და რამხელა კომპლექსი აშენდება.

 

ორი დღეა ობიექტზე ვარ, ურთულესი სამუშაოები იქნება მაგრამ კომპლექსის ანალოგი მსოფლიოში არ იქნება!"- აღნიშნავს უძილაური.



ქუთაისთან ახლოს, მუხნარი ტყეში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის მზადება დაიწყო. უნივერსიტეტის ასაშენებლად  ვარციხის მიმდებარედ არსებული ტყე შეირჩა. აღნიშნული ტერიტორიის დაახლოებით  100 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზე უკვე დარეგისტრირდა. დააახლოებით 12 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ „ენერგო პრო ჯორჯიასგან" შეისყიდა. ამ დროისთვის ტერიტორიას ქუთაისის მერიის ააიპის "სპეციალური სერვისები"  თანამშრომლები ასუფთავებენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის გარდა ადგილზე მოეწყობა გასართობი პარკი და  დაიდგმება საცხოვრებელი კოტეჯები.


შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან აშედებოდა. გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც საინიციატივო ჯგუფის "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" წევრებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ქუთაისელების მოთხოვნის შესახებ "ქართუ ჯგუფს" აცნობეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner