„არასამთავრობო სექტორმა კანონპროექტს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ასლი იყო, ერთი ხელის მოსმით რუსული კანონი დაარქვა“, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტარმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
მან განმარტა, თუ რატომ მოხდა ენჯეოებისთვის მიუღებელი ფარას ამერიკული კანონის რუსულად მოხსენიება.
„გარედან, ასე ვთქვათ, ზვავის სახით აგორდა, თითქოს ეს კანონი რუსული იყო და თან იქვე შეეშინდათ, რომ არ გამჟღავნებულიყო, რადგან სულ 4-გვერდიანია კანონი იყო. წამკითხველი იქვე აღმოაჩენდა, რომ მასში არაფერი იყო რუსული. სწორედ ამიტომ იგი მოინათლა და იყო მცდელობა რუსულად მოენათლათ. საზოგადოებას აუკრძალეს ამ კანონის წაკითხვა და იგი წაუკითხავად გააპროტესტებინეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.