გიორგი ვოლსკი: სააკაშვილს უნდა გამოვიდეს ბალასტის როლიდან და დაუბრუნდეს ლიდერის პოზიციას, რაც, მე ვფიქრობ, შეუძლებელია
-
+
22 ივნისი. 2023. 11:59
გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები შეაფასა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით, ექსპრეზიდენტს სურს ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს, რაც შეუძლებელია.
„სააკაშვილი გადაიქცა ბალასტად, იმ ტვირთად, რომელიც საკმაოდ მძიმე საზიდია „ნაცმოძრაობის“ ხაბეიშვილის ფრთისთვის. მას უნდა გამოვიდეს ამ ბალასტის როლიდან და დაუბრუნდეს ლიდერის პოზიციას, რაც, მე ვფიქრობ, შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.