logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი გაუძლებდა ზეწოლას და დაიჭერდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის სახელით განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, მაგრამ მან სხვა მხარე აირჩია
- +

23 ივნისი. 2023. 12:32

 

 

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი გაუძლებდა იმ ზეწოლას, რომელიც მასზე იყო შეწყალებასთან დაკავშირებით და დაიჭერდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის სახელით განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, მაგრამ მან სხვა მხარე აირჩია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

 

ის, რომ მან არ დაასახელა მოტივაცია თავისი გადაწყვეტილების, ვფიქრობ, ამითიც გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას რეალური მოტივი არ აქვს. ის ვერ დაასახელებდა მოტივად, რომ იყო უკანონო განაჩენი, ვინაიდან სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს. ვერ დაასახელებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჰუმანურობიდან გამომდინარე მიიღო, რადგან თავად მსჯავრდადებულს შეწყალება არ უთხოვია და ის ვერ იტყოდა, რომ ეს დეპოლარიზაციის მიზნით გააკეთა, რადგან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი და საზოგადოება ამას სერიოზულად ვერ აღიქვამდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner