logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: პირველად არის, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია და პირველად ხდება ამ წესებით საქართველოს შეფასება
- +

23 ივნისი. 2023. 22:39

 

 

პირველად არის, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია და პირველად ხდება ამ წესებით საქართველოს შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ეს ჩვენთვისაც ახალია და უნდა შევხედოთ, რა კრიტერიუმებს გამოიყენებს ევროკომისია ამ შეფასების პროცესში და როგორ მოხდება შეფასება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

22 ივნისს ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი ანგარიში წარადგინა.

 

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner