„პირველად არის, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია და პირველად ხდება ამ წესებით საქართველოს შეფასება“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეს ჩვენთვისაც ახალია და უნდა შევხედოთ, რა კრიტერიუმებს გამოიყენებს ევროკომისია ამ შეფასების პროცესში და როგორ მოხდება შეფასება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
22 ივნისს ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი ანგარიში წარადგინა.
როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი.