-
+
12 ივლისი. 2023. 20:22
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენელს, ლაშა ნაკაშიძეს და ამავე ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს, ქეთევან ჩადუნელს შეხვდა.
შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, იმსჯელეს დაბალემისიანი მდგრადი მობილობის და დეკარბონიზაციის შესახებ მიმდინარე თემატური მოკვლევების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, რომელიც კლიმატის ცვლილების კანონის პროექტს უკავშირდება.
ასევე მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე კომიტეტის სამოქმედო გეგმები განიხილეს და იმსჯელეს ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით რა ერთობლივი პროექტების განხორციელება შეიძლება ამ მიმართულებით.