რუსეთის დელეგაციამ ჟენევის 58-ე რაუნდიც ვადაზე ადრე დატოვა.
მოსკოვის პროტესტს ქართული მხარის პრინციპული პოზიცია იწვევს. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, რომლის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლი არც საერთაშორისო სამართალს აღიარებს და არც სტრასბურგის გადაწყვეტილებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სამწუხაროდ, გრძელდება ის პრაქტიკა, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებენ, როგორც კი ქართული მხარე დევნილთა დაბრუნების საკითხს აყენებს.
მისივე თქმით, რუსეთს მოუწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, როგორც 6-პუნქტიანი შეთანხმებით, ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით.