logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ნატო დარჩა თავის პრინციპზე, რასაც ჰქვია პრაგმატული უსაფრთხოების პოლიტიკა
- +

13 ივლისი. 2023. 20:12

 

ჯერ კიდევ წლების წინ იყო ნატოს ხელმძღვანელების განცხადებები, აქაც თბილისში და ბრიუსელშიც, რომ საქართველოს ჯარისკაცი თავსებადია ნატოს ჯარისკაცთან, მხარდამხარ იბრძვიან. ეს მათი სიტყვებია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საერთაშორისო მიხებში ჩვენი ჯარისკაცები არ ჩამოუვარდებოდნენ ნატოს ჯარისკაცებს და მათ თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად პრაქტიკულად დაამტკიცეს ის, რომ თავსებადია საქართველო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. 2016 წელს მე პირადად გახლდით ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ დიახ, თავსებადია, უბრალოდ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები. პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორ მიიღება ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ნატო გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. ანუ, სამხედროა და პოლიტიკური ნაწილიც არის. ეს პოლიტიკური ნაწილია მაგალითად ის, რაც ამ სამიტზე დადასტურდა: ნატო დარჩა თავის პრინციპზე, რასაც ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა“, - განმარტა მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner