ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციას „ქართუ" ხვალიდანვე დაიწყებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ოზურგეთში ისაუბრა.
"თეატრი გამომრჩენია და ძალიან ვწუხვარ. როგორ დამემართა. ხვალიდანვე დაიწყება რეაბილიტაცია", - განაცხადა ივანიშვილმა ოზურგეთის თეატრში, სადაც ყოფილი პრემიერი ჟურნალისტებს და მოქალაქეებს შეხვდა.