-
+
19 ივლისი. 2023. 21:28
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
„ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტზე კარგ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.