მიხეილ სარჯველაძე: მარტო იმიტომ, რომ საქართველოში სააკაშვილის რეანიმაცია მოახდინონ, ფეხქვეშ თელავენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და საქართველოს სამომავლო ევროპულ ინტერესებს
-
+
19 ივლისი. 2023. 21:29
"ეს ყველაფერი არის ლუსტრაციის იმის, რაც ძალიან ცუდად ახასიათებს არახამიას და იმ ფლანგს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელიც დაუღალავად იბრძვის, რომ სააკაშვილის რეანიმაცია მოახდინონ საქართველოში და ამისთვის ყველაფერ კადრულობენ," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მათ შორის ფეხქვეშ თელავენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, საქართველოს სამომავლო ევროპულ ინტერესებს და ა.შ. ცდილობენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება რეპუტაციულად დიდი ზიანი მიაყენონ. ერთადერთი ამას ისახავს მიზნად ბატონი არახამია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.