გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს
-
+
21 ივლისი. 2023. 14:26
„თავიდან ბოლომდე აღმაშფოთებელია ის რაც FARA-ს მეშვეობით ვიხილეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალების მიზნით საქართველოს პრეზიდენტზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდება.
„ძალიან დიდი შეთქმულება იყო დაგეგმილი და ახლაც განხორციელების სტადიაშია ეს ყველაფერი. მათ შორის მიმდინარეობს და მიმდინარეობდა, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე. ეს ახლა მის სინდისსა და ნამუსზეა დამოკიდებული. ვიღაც დიანჯელოების, ლობისტების, კეზერაშვილების გარიგებებს ნუ დაჰყვება.
სააკაშვილის უფლებები არის დაცული. სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.