logo_geo
eng_logo
ბაჩო დოლიძე: მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელმა პარტიებმა ცოტა მეტი სითამამე უნდა გამოიჩინონ, რეზულტატზე ორიენტირებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ
- +

24 ივლისი. 2023. 23:14

მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელმა პარტიებმა ცოტა მეტი სითამამე უნდა გამოიჩინონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ან ბაქიბუქს უნდა მოვრჩეთ, ან კიდევ ცოტა რეალისტურად უნდა გავიხედოთ და რეზულტატზე ორიენტირებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - აღნიშნავს დოლიძე.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს. ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ერთობა შედგა. ახლა უკვე კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან „ლელო“ მართავს. პარტიაში უშუალოდ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები არ დაუწყიათ, თუმცა როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა „ქრონიკასთან“ თქვა, გამარჯვების შანსი სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორგანიზებაშია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ელოდებიან როგორი კონფიგურაცია დალაგდება საბოლოოდ ოპოზიციურ სპექტრში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაბრუნებას ისინი აღარ აპირებენ.

დამოუკიდებელი საარჩევნო მარათონისთვის ემზადება „გირჩიც“. თუმცა, იაგო ხვიჩიას აქვს იდეა, რომ ისინი გახსნილი სიით იქნებიან წარმოდგენილი და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ელოდებიან მათ რიგებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner