logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: იყო სიხარბეზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად, აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ, ახლა მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც „ნაცმოძრაობას“
- +

26 ივლისი. 2023. 15:47

 

 

ახლა მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც ის იყო და არის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიას განცხადებას.

 

ის ხალხი, უმეტესობა ვინც იქ არიან წარმოდგენილნი, ორიენტირებულები არიან პირად კეთილდღეობაზე და არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე. ამას ადასტურებს ამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. მეორე რაც ამ ნათქვამით დადასტურდა - როგორც ჩანს მელიამ ამის შესახებ ან გვიან შეიტყო, რომ ასეთი რამე ხდებოდა, ან მან ძალიან კარგად იცოდა ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ იყო სიხარბეზე და ანგარებაზე ორიენტირებული ადამიანებთან ერთად, აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ, ახლა მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც ის იყო და არის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ნიკა მელიას მორიგი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია „ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ ფულისთვის არიან. ნიკა მელია ზაზა გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას კავშირებზეც საუბრობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner