logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება
- +

27 ივლისი. 2023. 11:51

 

 

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე  გამოვიყენოთ.  პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი  ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის  განხორციელებას - ევროკავშირთან დაახლოებას და მეორე მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner