logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
- +

27 ივლისი. 2023. 19:53

გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ვაჩნაძიანის, მუკუზნის და კალაურის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსახლეობამ ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ის სექტემბრამდე გეგმავს ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს.

პარლამენტში სესიები და საკომიტეტო საქმიანობა სექტემბერში განახლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენო, მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის. ვნახავ, სოფლებში რა საკითხებია აქტუალური, რომ ამის მიხედვით გვქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner