„საქართველოში ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ძალიან მყარი სისტემა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხითაც, ცალკეული მიმართულებების გაძლიერება რა თქმა უნდა საჭიროა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„მთავარი გზავნილი ამ ანგარიშიდან არის ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ძალიან მყარი სისტემა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხითაც. ცალკეული მიმართულებების გაძლიერება რა თქმა უნდა საჭიროა. იდეალური მდგომარეობა არასოდეს იქნება და არც ევროკავშირის ქვეყნებშია, ამიტომ ის, რომ ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ ცალკეულ მიმართულებებზე აღსრულების კუთხით გავაუმჯობესოთ პრაქტიკა, კი ბატონო, ეს მისაღებია და შეიძლება ასეც უნდა იყოს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.