გიორგი ვოლსკი ვაშაძეზე: რეალობაში კაბინეტს ვერასოდეს შექმნის, იცის და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი
-
+
2 აგვისტო. 2023. 22:29
"ვაშაძე ჩქარობს: პრემიერ-მინისტრის იდეა აქვს. რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს რომ ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.
„რეალობაში კაბინეტს ვერასოდეს შექმნის, იცის და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა, მინისტრები ვინ ეყოლება - ადამიანები, რომლებიც დაღმა აშენებდნენ ყოველთვის, მიუხედავად იმისა რა სათაურს დაარქმევ“, - მიიჩნევს ვოლსკი.