„როდესაც თვითმიზნად გამოაცხადებ, რომ იქნება რამე გასარკვევი თუ არ იქნება, მაინც საგამოძიებო კომისია უნდა შევქმნაო, ეს ცოტა საეჭვოდ და არასწორად გამოიყურება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მე მომხრე ვარ, რომ საკითხი შესწავლილი იქნას იმ შემთხვევაში თუკი საპარლამენტო ფორმატის მიღმა დარჩება რაიმე გამოსაკვლევი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.