შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ.
გადაწყვეტილების თანახმად, შვეიცარია არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული“, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.