logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
- +

24 აგვისტო. 2023. 23:15

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ხოსე მანუელ ალბარესთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გადამწყვეტ პერიოდში, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან ესპანელ კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს ქვეყნის ევროპული
ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზით.

თავის მხრივ, ხოსე მანუელ ალბარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ ურთიერთობებზე და პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner