logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით ჩვენი საპენსიო სისტემის მოდელი არის ყველაზე უსაფრთხო
- +

28 აგვისტო. 2023. 21:25

 

ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით ჩვენი საპენსიო სისტემის მოდელი არის ყველაზე უსაფრთხო, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, ამ მომენტისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის საპენსიო სისტემის სხვა მოდელი იყოს შეთავაზებული.

რეფორმა, რომელიც საქართველოში საპენსიო თვალსაზრისით ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის ნოვატორულია, თუმცა საკმაოდ კარგად გამოცდილია ევროპისა და დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე. შეუძლებელია, ამ მომენტისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის სხვა მოდელი იყოს შეთავაზებული, რადგან ყველაზე გამოცდილი მოდელია ის, რაც გადმოტანილია საქართველოში. ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით ჩვენი საპენსიო სისტემის მოდელი არის ყველაზე უსაფრთხო. მაგალითად, ინვესტირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ეროვნული ბანკი და შეიძლება ვთქვათ, რომ ერთგვარ ფილტრაციას აკეთებს ეროვნული ბანკი, თუ სად მოხდება ამ საპენსიო დანაზოგების განთავსება“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner