გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან, სკამის გარშემო სირბილია, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავის „ქურქუმალ ვაითით“ არ ჩამოუვარდება მოწინააღმდეგე ფრთას
-
+
31 აგვისტო. 2023. 20:36
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავის „ქურქუმალ ვაითით“ ნამდვილად არ ჩამოუვარდება მოწინააღმდეგე ფრთას“, - განაცხადა ვოლსკიმ.