logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია
- +

1 სექტემბერი. 2023. 11:32

 

 

„2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

თუ საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე - დასახელდა 2030 წელი, რაც მერე უარყვეს, მაგრამ პირობითად რომ ავიღოთ 2030 წელი, თუ ვინმე იქნება მზად ამ 10 ქვეყნიდან, რომ 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი იქნება საქართველო, თავისი ეკონომიკური მოცემულობით, დემოკრატიული სისტემით და აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას. 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner