„რა უნდა ეთქვა შარლ მიშელს, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტით აყენებენ უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში? ადამიანს ხვდება და თითი დაექნია, რატომ ჩამოხვედიო?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა შეაფასა.
„რამდენად ჯდება ეს დიპლომატიურ ეთიკაში? უკიდურესად უხერხული მდგომარეობაა და ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ეთქვა შარლ მიშელს. ქართველებმა, თუკი მართლაც ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებს პატივს ვცემთ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყნის უზენაესი კანონი. ეს უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ყველას, ვინც არ უნდა იყოს, მოვუწოდოთ კონსტიტუციის პატივისცემისკენ“, - აცხადებს მდინარაძე.