logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე და ჩემნაირები 2018 წელსაც და დღესაც იმავეს ვაცხადებთ - სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური, უკანონო პრეზიდენტი
- +

3 სექტემბერი. 2023. 15:33

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„20018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მთელი  ნაც-ლიბერალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახლდათ არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების გაყალბებით მოვიდა ხელისუფლებაში!

 

2023 წელს ნაც-ლიბერალური ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის გადაყენებაში (იმპიჩემტში) ანუ უკანონო-არალეგიტიმურ-უზურპატორს უცხადებს მხარდაჭერას!

 

ერთი ამიხსენით და ვეკითხები ნაც-ლიბერალურ ოპოზიციას - არალეგიტიმური პრეზიდენტი როგორ გადაიქცა ლეგიტიმურად?!

 

თუ 2018 წელს გულწრფელები იყავით და ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ფალსიფიკაციით და არჩევნების გაყალბებით გახდა პრეზიდენტი - ამაზე კარგი შანსი რა გინდათ - გადააყენეთ და აღასრულეთ სამართალი!

 

ბრიყვები და პოლიტიკურად უმწიფრები ხართ - ამიტომ ვერ გაბედავთ კანონიერების აღდგენას!

 

ასეთი ყალბი, არათანმიმდევრული, კორუმპირებული, ვაჭარი და მატყუარა საპარლამენტო ოპოზიცია რომ გვყავს, ამიტომაც წააგებს ყველა არჩევნებს - ამიტომ არის ხელისუფლება არხეინად!

 

P.S. აბა, მე და ჩემნაირები 2018 წელსაც და დღესაც იმავეს ვაცხადებთ - სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური, უკანონო პრეზიდენტი“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner