„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„20018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მთელი ნაც-ლიბერალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახლდათ არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების გაყალბებით მოვიდა ხელისუფლებაში!
2023 წელს ნაც-ლიბერალური ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის გადაყენებაში (იმპიჩემტში) ანუ უკანონო-არალეგიტიმურ-უზურპატორს უცხადებს მხარდაჭერას!
ერთი ამიხსენით და ვეკითხები ნაც-ლიბერალურ ოპოზიციას - არალეგიტიმური პრეზიდენტი როგორ გადაიქცა ლეგიტიმურად?!
თუ 2018 წელს გულწრფელები იყავით და ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ფალსიფიკაციით და არჩევნების გაყალბებით გახდა პრეზიდენტი - ამაზე კარგი შანსი რა გინდათ - გადააყენეთ და აღასრულეთ სამართალი!
ბრიყვები და პოლიტიკურად უმწიფრები ხართ - ამიტომ ვერ გაბედავთ კანონიერების აღდგენას!
ასეთი ყალბი, არათანმიმდევრული, კორუმპირებული, ვაჭარი და მატყუარა საპარლამენტო ოპოზიცია რომ გვყავს, ამიტომაც წააგებს ყველა არჩევნებს - ამიტომ არის ხელისუფლება არხეინად!
P.S. აბა, მე და ჩემნაირები 2018 წელსაც და დღესაც იმავეს ვაცხადებთ - სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური, უკანონო პრეზიდენტი“, - წერს სანდრო ბრეგაძე.