პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 116 დეპუტატმა გაიარა.
საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.