logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის
- +

6 სექტემბერი. 2023. 21:23

 

 

ნინო ლომჯარია იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ფინანსურ რესურსებს რაც შეეხება, ამ ხეს ერთი საერთო საზრდო აქვს, რომელიც ნაძარცვი ფულით დაფინანსება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ნინო ლომჯარია ის ადამიანია, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას.

 

„ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ხალხის აღშფოთებისთვის გამოდიოდა, ბომბების წვიმა მირჩევნიაო თუ რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდა. მერე აქეთ გვამუნათებდა, საიდან მოიტანეთ ეს ბომბები და ომიო. ეს ადამიანი არის ზუსტად ის, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი აქტიური იყო ამ დამაზიანებელ მესიჯებში. იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ფინანსურ რესურსებს რაც შეეხება, ამ ხეს ერთი საერთო საზრდო აქვს, რომელიც ნაძარცვი ფულით დაფინანსებაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner