logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციის დარღვევის ტემპს კიდევ უფრო მოუმატებს
- +

8 სექტემბერი. 2023. 10:33

 

 

„როცა საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ საქართველოს სხვა მოქალაქეებს?“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„სულ მცირე იმას მაინც ველოდი მისგან, რომ ისაუბრებდა პროცესზე, რომელიც პარლამენტში დაიწყო. მაგრამ პირიქით, თქვა, რომ იგი უფრო მოუმატებს კონსტიტუციის დარღვევის ტემპს, გადადგამს მთავრობასთან შეუთანხმებელ ნაბიჯებს. როცა საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ საქართველოს სხვა მოქალაქეებს?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner