logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: პრეზიდენტის მხრიდან აპელირება კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მაშინ, როდესაც კონსტიტუციის სხვა მუხლები ირღვევა, არარელევანტურია
- +

9 სექტემბერი. 2023. 12:40

 

 

პრეზიდენტის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან აპელირება კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მაშინ, როდესაც კონსტიტუციის სხვა მუხლები ირღვევა, არარელევანტურია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ყველამ უნდა ვაკეთოთ ეს საქმე, რაც უკავშირდება 78-ე მუხლის შესრულებას, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც გვიდგენს კონსტიტუცია, და იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რასაც გვანიჭებს კანონმდებლობა. იმის თქმა, რომ 78-ე მუხლს ვასრულებ და სამაგიეროდ დავარღვევ სხვა მუხლებს, არასწორია“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გრძელდება. მთავრობისგან მიღებული უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტების გაუქმებას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner