logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ბორელმა დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მან დაინახა, რომ პრემიერის უკან დგას თავისუფლების, ევროპულ ღირებულებათა და ღირსების მოყვარული ერი
- +

9 სექტემბერი. 2023. 20:53

 


„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისრის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში გაკეთებული განცხადებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციებს კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

ბატონი ბორელის ვიზიტმა და მისმა პოზიტიურმა გზავნილებმა ერთი მხრივ და მეორე მხრივ პრემიერ ღარიბაშვილის ძალიან სამართლიანმა და პრინციპულმა პასუხებმა და განცხადებებმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ მანიპულაციას რადიკალური ოპოზიციისა თუ პრეზიდენტისგან კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით.

ბორელის სახეზე იკითხებოდა, რომ მან დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მან დაინახა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უკან დგას თავისუფლების, ევროპულ ღირებულებათა და ღირსების მოყვარული ერი. მან კარგად შეიგრძნო, რომ არა მხოლოდ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, არამედ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner