ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავისი მოქმედებებით, გახდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მებაირახტრე
-
+
13 სექტემბერი. 2023. 09:57
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავისი მოქმედებებით, გახდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მებაირახტრე“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„გამომდინარე აქედან, მოუწია კონსტიტუციის უხეშად დარღვევა. საინტერესო იქნება, რომ მისი ეს ქმედებები კი არ შეაფასონ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ან უცხოელმა ლობისტებმა, არამედ სამართალმა - კონსტიტუციურმა სასამართლომ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე რომ ქვეყნის ევროპული მომავლის გარდა, იმპიჩმენტზეც მსჯელობენ, უკვე აღიარებულია. რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, საკონსტიტუციო სასამართლო ერთი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც, პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება.