logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი: ყოფილი პრეზიდენტის ფრენები ყოველთვის იყო შეკვეთილი თავდაცვის სამინისტროდან. ათობით მილიონი დოლარია დახარჯული ამ გადაფრენებზე
- +

13 სექტემბერი. 2023. 17:44

 

 

თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილის ფრენები თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა. საქართველოს ავიახაზების წარმომდგენლის თქმით, ექსპრეზიდენტის ფრენები გასაიდუმლოებული იყო.

 

ყოფილი პრეზიდენტის ფრენები ყოველთვის იყო შეკვეთილი თავდაცვის სამინისტროდან. იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაც უკვეთავდა, მაგრამ ეს იყო გამონაკლისის შემთხვევები. დაახლოებით 60-დან 100 ფრენამდე აქვს მას წელიწადში შესრულებული. ათობით მილიონი დოლარია დახარჯული ამ გადაფრენებზე. ეს იყო არამარტო სახელმწიფო, არამედ პირადი ვიზიტებიც. იმ დროისთვის ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავებით დაფრინავდა. სააკაშვილის დროს ყველა ფრენა იყო გასაიდუმლოებული და მათ თავდაცვის სამინისტრო უკვეთავდა“, - აცხადებს გაიაშვილი.

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება და რომელიც ცნობილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახდა, დღეს პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საუბარია 14 მილიონზე, რომელიც გადახდილია თავდაცვის სამინისტროს მიერ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner