„გაგიერთიანებ ცხვირ-პირს, ლაწირაკო მაიმუნო შენ!“- გიორგი ახლედიანსა და დავით კიზირიას შორის დაპირისპირება მოხდა
-
+
7 სექტემბერი. 2016. 23:10
ტელეკომპანია „პირველის" პირდაპირ ეთერში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი დავით კიზირია და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანი დაუპირისპირდნენ.
ახვლედიანის გაღიზიანება კიზირიას რეპლიკამ გამოიწვია - „ნინო ბურჯანაძეს, სანამ პანჩური არ ამოარტყა სააკაშვილმა და არ გააგდო იქამდე გვერდით ეჯდა".
ახვლედიანმა ამ სიტყვების შემდეგ ოპონენტს წყალი შეასხა.
„გაგიერთიანებ ცხვირ-პირს, ლაწირაკო მაიმუნო შენ!"-მიმართა ახვლედიანმა კიზირიას.
ტელეწამყვანმა სიტუაციის განსამუხტად გადაცემაში რეკლამა გამოაცხადა.