ირაკლი ქადაგიშვილი: შინაგანად, არა მარტო ადამიანური ურთიერთობების დონეზე, არამედ იდეოლოგიურად და პოლიტიკურად „ნაცმოძრაობა“ უკვე დასრულებულია
-
+
16 სექტემბერი. 2023. 12:30
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია.
„მე ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, სადაც მათ პოლიტიკურ ისტორიას და მათი პოლიტიკური ქმედებების ლოგიკას მივყავართ. ეს არის დაშლა და ეს პროცესი გარდაუვალია. რაც არ უნდა შეერთდნენ და სხვადასხვა მოწოდება გააკეთონ, უკვე ფაქტია, რომ შინაგანად, არა მარტო ადამიანური ურთიერთობების დონეზე, არამედ იდეოლოგიურად, პოლიტიკურად ეს ორგანიზაცია უკვე დასრულებულია. ეს პარტია ისტორიის მატარებელს ჩამორჩა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.