logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. ეს არ იყო სპონტანური, არავინ დაიჯეროს. ეს იყო წინასწარ დადგმული
- +

20 სექტემბერი. 2023. 17:45

 

 

ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. ეს არ იყო სპონტანური, არავინ დაიჯეროს. ეს იყო წინასწარ დადგმული“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.

 

ორი დღის წინანდელი ინფორმაცია ალბათ ნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ [ოპოზიციას] არაფერი ისეთი ახალი არ იყო. დღეს დაიწყეს უკვე ადუღება, მზადება. ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. ეს [დაპირისპირება] არ იყო სპონტანური, არავინ დაიჯეროს. ეს იყო წინასწარ დადგმული - გაშლილი, ამაზრზენი პლაკატი ტრიბუნასთან, გარეთ რომ ჩხუბში შეიტყუეს დეპუტატები და ქალები ტრიბუნასთან გაიქცნენ და პლაკატები გაშალეს. ეს ხომ გამზადებული იყო, [პლაკატი] ამ დღისთვის იყო დაბეჭდილი. დაიწყო დუღილი იმ რაღაც საქართველოსთვის დამაზიანებელი და ამაზრზენი მესიჯით, რომ აქ რუსები არიან და რუსები მართავენ საქართველოს. ფარცხალაძის თემა არის გადმოგდებული თემა აბსოლუტურად მკვდარი ოპოზიციისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნილიყო და გაეცოცხლებინათ მკვდარი ოპოზიცია. რომ არა დასანქცირება, ამ დღეებში რაზე უნდა ელაპარაკათ?! ეს ყველაფერი არის დაგეგმილი და ძალიან საშიში პროვოკაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner