"კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს, დღევანდელი მდგომარეობით, დაფინანსდა 365 პროექტი," - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს, დღევანდელი მდგომარეობით, დაფინანსდა 365 პროექტი. მათ შორის:
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია;
- ლიტერატურული პრემია „ანა“;
- ლიტერატურული პრემია „მუზა“;
- სამი რეგიონული და ორი დედაქალაქში მოქმედი ჟურნალების საქმიანობის ხელშეწყობა;
- კონკურსის „ახალი ქართული წიგნი“ ფარგლებში დაფინანსდა 14 ქართველი ავტორის ახალი ნაწარმოებების წიგნად გამოცემა;
- ირანელი პოეტის, ფირდოუსის, „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის ცხრა ტომის მომზადება და გამოცემა;
- ვიტრივიუსის „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ და „ბიზანტიური ტრაქტატი სოფიის ტაძრის შენების შესახებ“ ქართული თარგმანების მომზადება და გამოცემა;
- ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის - აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას - შრომების ხუთტომეულის ახალი გამოცემა;
- ქართული სამეცნიერო-ლიტერატურული სერია ინგლისურ ენაზე - მომდევნო ტომების მომზადება და გამოცემა;
- მიხა ლაკერბაიას ქართულენოვანი თარგმანისა და თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ლექსების ორენოვანი (ქართულ-ოსური) კრებულის მომზადება;
- 15 საბავშვო წიგნის გამოცემა;
- „ცოცხალი წიგნები“ - მონაწილეობდა 68 მწერალი საქართველოს რეგიონებში, 25 ადგილას; შეიქმნა 16 პორტრეტული ფილმი; უცხო ენაზე ითარგმნა ორი წიგნი;
- ქართული ლიტერატურის ნიმუშების მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე შესრულებული თარგმანების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა;
- 39 ახალი სპექტაკლის დადგმა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ კერძო პროფესიულ და სამოყვარულო თეატრებში;
- დედაქალაქის 17 თეატრის გასტროლები საქართველოს რეგიონებში;
- სპეციალური სასცენო აპარატურითა და სხვადასხვა ინვენტარით აღიჭურვა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯით ხელი შეეწყო ცხრა თეატრს, რომლებიც სამინისტროს სისტემის ფარგლებში არ საქმიანობენ;
- სამინისტროს სისტემაში მოქმედ 11 თეატრს გადაეცა მიკროავტობუსები;
- რვა სამოყვარულო თეატრალური დასის საქმიანობის ხელშეწყობა;
- ოთხი ქალი რეჟისორის ახალი სპექტაკლების დაფინანსება სადადგმო ხარჯით;
- პროექტის „სათეატრო კრიტიკა“ ფინანსური მხარდაჭერა თეატრმცოდნეთა გაძლიერებისა და სტიმულირებისთვის (გამოქვეყნდა 130 სტატია, ათი ბლოგი, მონაწილეობს 60-ზე მეტი კრიტიკოსი);
- თანამედროვე თეატრთა სპექტაკლების ვიდეოგადაღება და სამინისტროს მიერ 2022 წელს შექმნილ პორტალზე www.theaters.ge-ზე განთავსება. დღეისათვის, მაღალი სტანდარტით გადაღებულია, პორტალზე დაარქივებულია და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია ჩვენი დროის 25 სპექტაკლი;
- წინა თაობის მსახიობების, რეჟისორების, მუსიკოსების, მხატვრებისა და სხვა ხელოვანების ვიდეოინტერვიუების გადაღება და სამინისტროს მიერ 2022 წელს შექმნილ პორტალზე www.theaters.ge-ზე განთავსება. დღეისათვის პორტალზე დაარქივებულია და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია 34 ხელოვანის ვიდეოინტერვიუ;
- რვა საერთაშორისო მუსიკალური/საბალეტო ფესტივალის მასპინძლობა, მათ შორის, თბილისში - ხუთის და რეგიონებში - სამის;
- სამი მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს რეგიონებში;
- შვიდი დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული ფილმის გადაღება;
- ორი ანიმაციური ფილმის გადაღება;
- ცხრა წიგნ-ალბომი;
- ვიზუალური ხელოვნების ორი საერთაშორისო ფესტივალისა და რვა გამოფენის გამართვა;
- ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე არეალებში;
- 21 ახალგაზრდა ხელოვანის საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხელშეწყობა;
- 11 კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების/საყმაწვილო სტუდიის ფინანსური ხელშეწყობა ან/და ინფრასტრუქტურული გაძლიერება;
- მუნიციპალურ სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება;
- მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის ოსტატებისათვის 22 დაზგა-დანადგარის შეძენა; 42 ელექტრონული ხელსაწყოსა და ასევე სხვადასხვა მასალის შესყიდვა;
- სამინისტროს სისტემის მიღმა, დამოუკიდებლად მოქმედი 18 ფოლკლორული ანსამბლის ფინანსური ხელშეწყობა;
- ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ ათი სხვადასხვა ანსამბლისთვის დაამზადა 117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა, 52 კაბის კომპლექტი;
- „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ - დაფინანსდა 22 პროექტი;
- 13 ინკლუზიური სახელოვნებო პროექტი: ხუთი ინკლუზიური სპექტაკლი; ორი კონცერტი პარაორკესტრის მონაწილეობით; ოთხი აუდიო და აუდიოვიზუალურ წიგნი; ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“; ათი ონლაინ თეატრალური ეტიუდი და ერთი ონლაინ სპექტაკლი;
- უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა (დასაქმებულია 39 ადამიანი, მათ შორის, 30 შშმ პირი);
- კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედ ათ ქართულ საკვირაო სკოლაში;
- 19 საერთაშორისო ფესტივალი და მასტერკლასი;
- 27 საიუბილეო საღამო/კონცერტი, ექვსი საიუბილეო გამოცემა, სამი საიუბილეო ფილმი, ოთხი საიუბილეო გამოფენა.
- 35 თავისუფალი პროექტი, მათ შორის, დაფინანსებული სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, გამოცხადებული კონკურსის წესით;
- წელს კვლავ, უკვე მესამედ, გაიმართება ზუგდიდში საშობაო მეჯლისი, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება და მოიცავს არა მხოლოდ სამეჯლისო ცეკვებს, რითაც სამინისტრომ 2021 წელს აღადგინა დადიანების ოჯახის მიერ ზუგდიდის სასახლეში დამკვიდრებული ევროპული მეჯლისის ტრადიცია, არამედ ასევე მიეძღვნება საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას“, - აცხადებს მინისტრი.