ნინო წილოსანი: პრემიერის გაეროში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული
-
+
23 სექტემბერი. 2023. 17:35
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართვას აფხაზეთის და ცხინვალის მცხოვრებლების მიმართ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
23 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.