„ყველა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რომელიც იბრძვის პრეზიდენტობისთვის (ან არა) და ყველა სხვამ უნდა გადადოს თავისი ეგო, გადაყლაპოს საკუთარი სიამაყე და დაუყოვნებლივ დადგეს დონალდ ტრამპის გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ 2024 წლის არჩევნები ბოლო არჩევნები იქნება ჩვენი რესპუბლიკის შესანარჩუნებლად“, - ამის შესახებ გენერალი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„აშშ-ის ისტორიაში არასოდეს გვინახავს შიდა ძალების ასეთი თავდასხმა ჩვენი დემოკრატიის არსზე, ბნელი ძალების გარე მხარდაჭერით (ეს არ არის შეთქმულების თეორია). გლობალისტები უტევენ ჩვენს რწმენას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საგანძურს, ჩვენს სიცოცხლეს. დემოკრატები დაიპყრო მარქსისტულმა/ბოლშევიკურმა მემარცხენეობამ და გლობალისტები თამაშობენ ჩვენი ცხოვრებით ჯანმრთელობის ყალბი შიშებით, ციფრული ვალუტებით, ამერიკული დოლარის გაუფასურებით, ღია სამყაროს გიჟური საიმიგრაციო პოლიტიკით, რომელიც მიგვიყვანს გლობალური სიღარიბის უპრეცედენტო დონემდე, არასაჭირო ომით ევროპაში, რომელიც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს მილიარდობით დოლარი უჯდებათ და მრავალი სხვა, კიდევ უფრო გიჟური იდეით. ეს ყველაფერი ერთი მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, ვისაც არ აწუხებთ მე და შენ. რესპუბლიკელებო, სჯობს გაიღვიძოთ!“ - წერს ფლინი.