logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მშვიდობისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის
- +

4 ოქტომბერი. 2023. 12:56

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მისი თქმით, დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრი კონკრეტულად ილაპარაკებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

 

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცე-პრემიერისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, კონკრეტულად მოვისმინოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. პარლამენტის წევრებს ექნებათ თავისი კითხვები, რაზეც ჩვენ მოვისმენთ ადეკვატურ პასუხებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner