-
+
9 სექტემბერი. 2016. 00:48
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ, "ექსპო ჯორჯიაში" პარტიის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია შედგა. კლიპი "ჩემი საქართველო აქ არის" გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული.
" მუსიკალური კლიპი ემსახურება იმას , რომ პატარ - პატარა , დადებითი ენერგიები შეკრიბოს მარგალიტებივით და ერთ აზვირთებულ , პოზიტიურ ენერგიაში გარდაქმნას . ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია , რაიმე შედეგის მიღწევა . ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც , რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა , რომელიც მოწოდებულია საქართველოში დაასრულოს კონფრონტაცია , დაასრულოს დაპირისპირება , გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება . ჩვენ ნამდვილად გვინდა ის საზოგადოება , სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა პოლემიკა , მაგრამ იქნება ცივილიზებული , სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები . სწორედ ამიტომ , ეს კლიპი არის დაფუძნებული სიყვარულზე , ურთიერთპატივისცემაზე , ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე , რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან . ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე , სტაბილურ განვითარებაზე და სიკეთეზე , ეს არის გუსლისხმიერებაზე და დარწმუნებული ვარ , ყველა ჩვენგანი , ყველზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს , რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ ", - აღნიშნა კლიპის პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა.