logo_geo
eng_logo
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 16:47

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალდანიშნულ მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა თბილისსა და რეგიონებში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი მუზეუმის ხელმძღვანელებთან.

 

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუზეუმის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის - ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. როგორც ცნობილია, მინისტრის მოადგილის რანგში ნიკოლოზ აზნაურაშვილი, სხვა სფეროებთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახლ-მუზეუმებსა და მცირე ზომის მუზეუმებსაც გაუწევს კურატორობას.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, სმირნოვების მუზეუმის ხელმძღვანელები, ხოლო სამინისტროს მხრიდან - ინფრასტრუქტურული განვითარების, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტების უფროსები.

 

სსიპ მუზეუმების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 

ლინკი: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid08ooTmoXbVseZBiAMGm1tjKoQVdG3Yy1zL8fM9dFMp1eodinV24f7efEaA1epoJzul

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner