„ინტერნეტიზაცია არის რევოლუციური პროექტი - 2 ათას დასახლებულ პუნქტში გაყვანილი იქნება მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, რაც უპირველეს ყოვლისა განათლების განვითარებისთვის და მთლიანად ცხოვრების დონის ამაღლებისთვის არის მნიშვნელოვანი."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო პორგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ტელეხიდებით საუკეთესო გაკვეთილები სოფლად სკოლებში. ეს იქნება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვად შეცვლის საქართველოში განათლების დონეს, საფუძველს ჩაუყრის განათლებული ახალი თაობის მომზადებას თანამედროვე მოთხოვნებისთვის",- აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ინტერნეტიზაცია არის აქტიური აგროპოლიტიკის გაგრძელება, რომელიც უმნიშვენლოვანესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.