ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის - თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა
-
+
31 ოქტომბერი. 2023. 14:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან - ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ცნობილი ქართველი მსახიობის − თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.