6 წლის მარიამ მარი, საზოგადოებამ ლისის ტბაზე, ქართველი ოლიმპიელების საზეიმო მიღების დროს გაიცნო. პატარა გოგონა ყველას იმ ერთი კადრით დაიმახსოვრა, სადაც მარიამი პრემიერ-მინისტრის გვერდით, სკამზე მოკალათდა და გიორგი კვირიკაშვილი გაიცნო. იმ საღამოს, მარიამმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სკამი დროებით „მიისაკუთრა. 26 აგვისტოს, საღამოს ლისის ტბაზე მარიამი მშობლებთან ერთად სეირნობდა. მარიამის მამა, ნიკა მარი "კვირასთან" იმ საღამოს იხსენებს.
მარიამი წელს, სკოლაში პირველად მიდის და სწავლას ნიჭიერთა ათწლედში დაიწყებს. სამი წლიდან ხატავს. 6 წლის ასაკში უკვე საკუთარი ნამუშევრების გამოფენა ორჯერ მოაწყო. პარალელურად თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მღერის. მარიამს სახლში მეგობარი კუ ჰყავს, რომელსაც თავისივე სახელი შეარქვა. მშობლებმა მას ეს სიურპრიზი დაბადების დღეზე გაუკეთეს.
როგორც მარიამი ამბობს, იგი კუს ყველაფერზე ესაუბრება. მარიამის დედა, ქეთევან მოდებაძე ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. მამა კი, კინოპროდიუსერია. ნიკა მარი შვილს კომუნიკაბელურ და უპრობლემო ბავშვად ახასიათებს.