logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:07



„დარწმუნებული ვარ, კონჭკათი მხარს დაუჭერს ჩვენს გუნდს, რომელსაც ჰყავს ძლიერი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით და წევრები, რომელთაც საქმის კეთების თანამედროვე გამოცდილება აქვთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა.


„მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელება, ტურიზმის განვითარება, დასაქმება, ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანდიდატმა კონჭკათელებთან ვრცლად ისაუბრა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner