არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის
-
+
7 სექტემბერი. 2016. 18:42
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმისა, რომ დღეს NATO-საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცეა",- ამ სიტყვებით შეაფასა „რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი.
„სტოლტენბერგის ვიზიტი და შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის მომზადებას გაწევრიანებისთვის. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის და პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა",- განაცხადა თალაკვაძემ.